1960 წელს დაბადებული თეზებეი კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეების: 1966 წელს დაბადებული მოვლუდა ნ-ს, 1981 წელს დაბადებული ზუხრა ტ-ს და 1957 წელს დაბადებული აზოდა კ-ს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული 1-ლი სამმართველო აწარმოებს.