აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიმ ა. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გიორგი ა. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,6662 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ნასიმ ა–სგან შეიძინა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 25.4305 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება გიორგი ა-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გადაზიდვა), ხოლო ნასიმ ა-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გასაღება) მიმდინარეობს.