კომპანიას კუთხე ორიგინალურად ჰქონდა მოწყობილი. წარმოდგენილი იყო “მარნეულის სასურსათო ქარხნისა” და “წყალი მარგებელის” პროდუქცია, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, ბიზნესკომპანიებისა და “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” წამომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. მათ ქართველი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქციისგან მომზადებული კერძები დააგემოვნეს.
(R)