თუ ყოფილი მაღალჩინოსნების ბოევიკებთან თანამშრომლობა დადასტურდა, ეს მისთვის შოკისმომგვრელი იქნება.
_ “დიდი ეჭვი მაქვს, რომ მართლაც ხდებოდა საქართველოში ბოევიკების მომზადება, ტერორისტები გადიოდნენ წვრთნებს. ომბუცმენის დასკვნას ვეთანხმები. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან. ვეჭვობ, რომ რეალობაში ასეც ხდებოდა. გამოძიების შემდეგ ბევრ სიახლეს გავიგებთ და ეს სიახლეები იქნება შოკისმომგვრელი. ხდებოდა თუ არა ხელისუფლების მხრიდან ბოევიკებთან და ტერორისტებთან თანამშრომლობა?! თუ ეს დადასტურდა ჩემთვის პირადად ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იქნება” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება, საქართველოს იმიჯს აამაღლებს.