https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პასუხი სტრასბურგიდან “იმედის” ჟურნალისტებს _ “თქვენ დაგაგვიანდათ…”

8:04; 27.04.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თქვენ დაგაგვიანდათ, ვერ ახსენით ორწლიანი უმოქმედობა, იყავით ინდეფერენტულები _ დაახლოებით ასეთია ის მესიჯები, რომლითაც ევროსასამართლომ სარჩელის დაუშვებლად ცნობა ახსნა

მოცემულ საქმეზე მომჩივნები იყვნენ ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ჟურნალისტები:  გიორგი ახვლედიანი, ირაკლი მოსეშვილი, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, თეა სიჭინავა, ანა გოჩაშვილი, ნინო საყვარელიძე, გიორგი რუხაძე, ნ. ცხვარაშვილი და თ. მეზურნიშვილი.

2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა” მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა. 2009 წლის 22 დეკემბერს ათივე მომჩივანმა საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას. 14 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ აცნობა მომჩივნებს, რომ მათი საჩივარი, მომდევნო ღონისძიებების გასატარებლად, გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის საგამოძიებო ნაწილში.

2010 წლის 30 მარტსა და 15 აპრილს მომჩივნებმა საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს.

ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც თავს მთავრობის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედების მსხვერპლად მიიჩნევს, ვალდებულია, კონვენციის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გამოავლინოს გულმოდგინება და ინიციატივა და გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს საქმეზე წარმოებულ გამოძიებას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში შეიტანოს სარჩელი. სარჩელის შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პირმა იცის ან მისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმეზე არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება.

როდესაც ევროსასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოთხოვნა უფლებამოსილი ორგანოებისა და ევროსასამართლოს წინაშე გონივრულ ვადებში იყო წარდგენილი.

დროის გასვლასთან ერთად, მოწმეებს ავიწყდებათ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, არსებობს მოწმეების გარდაცვალების ან გაუჩინარების და საქმეზე არსებული მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ასეთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კარგავს აქტუალურობას და ხდება გამოუსადეგარი და არაეფექტური.

სასამართლოს დასკვნით, მომჩივნებმა საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისის პროკურორს პირველად მხოლოდ 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართეს. აქედან გამომდინარე, 2 წელზე მეტ ხანს, მომჩივნებს არ გამოუვლენიათ მცირეოდენი ინტერესიც კი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თუ მომჩივნები დარწმუნებულები იყვნენ მთავრობის მიერ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩატარების შეუძლებლობაში, მათ შეეძლოთ ევროსასამართლოსთვის მიემართათ “იმედის” მიმართ დარბევის განხორციელებიდან ექვსთვიან პერიოდში, არა უგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მომჩივნების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა ნათლად არ ასახავს უმოქმედობის მიზეზებს და იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნების ორწლიანი უმოქმედობა და ინდეფერენტულობა საქმის გამოძიების მიმდინარეობის მიმართ,  არ შეესაბამება კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს.

აქედან გამომდინარე, ევროსასმართლოს “იმედის”  საქმესთან დაკავშირებული 10 საჩივარი დაგვიანებით წარედგინა და სასამართლომ, კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე, საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

არადა, ეს ყველაზე მძიმე საქმე ქართული მედიის ისტორიაში, ასეთ ფაქტებს ინახავს…

2007 წელი… 7 ნოემბერი… შტურმით აღებული “იმედი”

“ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა და ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს “ბადრის მუტ…ს“ გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც “ქრონიკის“ ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: “ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედა მოვტ..ო…

ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. “ნიუს რუმში“ იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორი იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები “ბადრის მონებოს“ ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა… “ _ ეს ახსნა-განმარტება თეა ადეიშვილმა ადვოკატებს შალვა შავგულიძეს და სოსო ბარათაშვილს პროკურატურაში წარსადგენად მისცა.

თეა ადეიშვილთან ერთად, პროკურატურაში წარსადგენად 130 ჟურნალისტის ჩვენება იდო იმ საქმის მასალებში, რომელმაც დღის სინათლე ვერ იხილა.

ამ 130 ჟურნალისტიდან ევროსასამართლოში მხოლოდ 10 ჟურნალისტის საჩივარი შევიდა, ისიც 2010 წელს…

ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, სტრასბურგში 10 ჟურნალისტის საჩივარი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ საქმეებად გაიგზავნა. “იმედის” ყოფილი ჟურნალისტები – გიორგი ახვლედიანი, ჯონი კალანდაძე, ანა გოჩაშვილი, ნინო ცხვარაშვილი, ნინი საყვარელიძე, თეა სიჭინავა, ირაკლი მოსეშვილი, თენგო მეზურნიშვილი, გიორგი რუხაძე და დიანა ტრაპაიძე სტრასბურგში 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შეჭრისას და მაუწყებლობის გათიშვისას სამართალდამცავთა მიერ მათი უფლებების დარღვევას ასაჩივრებენ.

მომჩივანთა აზრით, სამართალდამცავებმა ტელეკომპანიაში შეჭრით დაარღვიეს მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, რაც სახელმწიფომ შესაბამისად არ გამოიძია.

სახელმწიფო და ადგილობრივი სასამართლოები “იმედის” ჟურნალისტების დიდ ნაწილს არც შეუწუხებია და არც თავი შეუწუხებიათ იმით, რომ მათი საქმე გამოძიებული ყოფილიყო.

იმედის ჟურნალისტების ერთი ნაწილი საჯარო სამსახურების პრესსამსახურებში დაასაქმეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მეორე ნაწილი ნაციონალურ ტელევიზიებში გადავიდა სამუშაოდ ლამის გაათმაგებული ხელფასებით, მესამე ნაწილი კი პარლამენტში გადავიდა, სადაც ახლა საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენდნენ. საუბარია ქრისტიან-დემოკრატიულ ფრაქციაზე.

ტელეკომპანია “იმედის” მაშინდელი ადვოკატი შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს, რომ საქმე მთლიანად მზად იყო სტრასბურგში გასაგზავნად, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საჩივარს ხელი არ მოაწერა.

უფრო მეტიც, ისინი ადვოკატებისგან მოითხოვდნენ, თავად მათ ეთქვათ უარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რაზედაც ადვოკატებისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

“მე და სოსო ბარათაშვილმა ვეებერთელა საჩივარი დავწერეთ, სადაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გარდა, საუბარი იყო უამრავ სხვა სამართალდარღვევაზეც. მოიცავდა ტელევიზიის მიმართ ადმინისტრაციულ დავებსაც. საჩივარი ჩაბარდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც და სამეთვალყურეო საბჭოსაც. მაშინ უკვე ჯოზეფ კეი ხელმძღვანელობდა ტელევიზიას. შემდეგ, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მხრიდან რაღაც ინდივიდუალური საჩივრები გაიგზავნა სტრასბურგში.”

ადგილობრივი სამართალწარმოებისთვის მაშინ არავის მიუმართავს. არც ადმინისტრაციული დავები გაუგრძელებია ვინმეს და არც პროკურატურაში გაუგრძელებია ვინმეს ჩივილი იმ მოტივით, რომ საქმე აღძრულიყო.

შალვა შავგულიძე: “ჩვენ მოვამზადეთ ერთიანი სარჩელი “იმედის” სახელით, რომელსაც თან ახლდა ყველა ის 130 ახსნა-განმარტება, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებისგან მივიღეთ, სადაც აღწერდნენ, რა მოხდა იმ დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს…“

ამ 130 ჟურნალისტს შორის იყო “დროების” ჟურნალისტი, მაია ასათიანი:

“უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ისევ უკან სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით ეგრეთწოდებული სპეცრაზმელები მომყვებოდნენ

კიბეებზე ასვლის დროს დავინახეთ, რომ შენობა შავებში ჩაცმულ შეიარაღებულ ნიღბოსნებს დაეკავებინათ. მათ კიბეებზე ჩამოყავდათ, ბადრი პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი, პაატა ჩახნაშვილი, “იმედის” საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი თარგამაძე, გადაცემა “დროების” მთავარი პროდიუსერი, ლევან ვეფხვაძე…”

ლევან ვეფხვაძე: “მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი “ყველანი ძირს” და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი შავი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პირველი შეძახილი იყო “დროზე იატაკზე დაწექით”.

… მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი როგორც ჩანს უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემს გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალი, თუმცა საკმაოდ ჩასმული აღნაგობის შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა “ნუ იყურები!” როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: “ხომ იცი რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე”

ლევან ჯავახიშვილი: “დაახლოებით 15 ადამიანი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე იყო დაწვენილი ისე, როგორც ეს მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდნენ თქვე “ბადრის პუტანკებოო“. მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: “დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო”, თან ავტომატის კონდახი მომიღერა… “

ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთ ჟურნალისტს არ გაუსაჩივრებია საქმე სტრასბურგში.

იმედის მაშინდელი ადვოკატი “გურია ნიუსთან“ საუბრისას იხსენებს იმასაც, როგორ თხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია “იმედი” გადარჩენილიყო.

პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შალვა შავგულიძეს უთხრეს, შეეტანა განცხადება ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც ადვოკატმა კატეგორიული უარი განაცხადა.

“რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.“

p.s. არადა “იმედის” იმ საქმეზე, რომელმაც დღის შუქი ვერ იხილა, დღეს უკვე შესაძლოა სტარსბურგის სულ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ქრთამის აღების ფაქტზე რწმუნებული დააკავეს

პროცედურული დარღვევები ბაღდათის საარჩევნო უბანზე

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო