ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ადასტურებს, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებს აკვირდება.
ამავე უბანზე ამომრჩევლებმა პრეტენზიებით მიმართეს კომისიის თავმჯდომარეს. მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომისიის წევრები ანბანის მიხედვით უშვებდნენ სიაში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს უბანზე, რამაც ამომრჩევლების რიგი შექმნა.
რამდენიმე საათის წინ კი ხმაური იყო 54-ე საარჩევნო ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე. თვითმხილველების თქმით დავა გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიდეოკამერა არ დაადგმევინეს უბანზე, რაც დარღვევად ჩაითვალა. 54-ე საარჩევნო ოლქის კომისიის წევრების ადგილზე მისვლის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა და არასამთავრობო ორგანიზაციას საშუალება მიეცა ვიდეოკამერა დაედგა საარჩევნო უბანზე და დაკვირვება გაეგრძელებინა.