მაუწყებლობის დახურვის მიზეზები დეტალურად სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტელებას გამგეობა დღეს მიიღებს.
ამ ფაქტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ეხმაურება.
ზაზა გაბუნია : _ ობიქტივმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ასრულებდა დღემდე. მაშინაც კი, როცა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იდევნებოდა თავისუფალი აზრი და სიტყვა, მოსახლეობა თვლიდა, რომ ობიექტივში დარეკვით შეეძლო ეს დანაკლისი შეევსო, შეხედულება თავისუფლად გამოეხატა, რაც უდავოდ დიდი რამ იყო. ასეთი მედია–საშუალებების არსებობა ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მისი დახურვა რა თქმა უნდა დასანანია.
ამ წუთებში ობიექტივის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მიდის მსჯელობა.