1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტი გაიზარდა 412,3 ათასი ლარით (2013 წლის 1 იანვრისათვის ნაშთის შემოსულობებში ასახვა) და შეადგინა 10412,3 ათ.ლარი. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის #8 დადგენილებით ბიუჯეტში არსებული რეზერვები შემცირდა 450,0 ათ.ლარით,) სარეზერვო ფონდი 150,0 ათ.ლარით; ბ) ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 65,0 ათ.ლარით; გ) კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 85,0 ათ.ლარით; დ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა _ 150,0 ათ.ლარით.
გამოთავისუფლებული თანხა 450,0 ათ.ლარი გადატანილი იქნა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად.
2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 10412,3 ათ.ლარით.