(კახეთის საინფორმაციო ცენტრი) _ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ “Financial Times“-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი მათიას ჰუტერი აცხადებს, რომ მან შეამოწმა “Financial Times“-ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და პრეზიდენტის განცხადების დამადასტურებელი სტატია ვერ მოიძებნა.