https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქაღალდზე გახორციელებული პროექტები

6:04; 13.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ხიდმაღალაში, წყლის მილების შეკეთების სამუშაოები 1 419 ლარი დაჯდა. აღნიშნული საქმიანობის გასახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს რევაზ ჩიტიძესა და ინდმეწარმე “თენგიზ მჟავანაძეს” შორის ხელშეკრულება 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა. შემსრულებელმა ვალდებულება აიღო, რომ ხიდმაღალაში წყლის მილების შეკეთება 15 დღეში მოხერხდებოდა. საქმიანობაზე კონტროლი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს დაევალა, რომელსაც, ხელშეკრულების პირობების თანახმად, შესაბამისი დასკვნა უნდა მოემზადებინა. გაცემულ თანხაზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა #1 თარიღდება. ამავე ნომრით, თარიღდება ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ სოფელში _ ხიდმაღალაში საწრეტი არხის გაყვანის სამუშაოების შესრულებისთვის, რომლის ღირებულება 1 970 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ინდმეწარმე “თემურ ბლაგიძესა” და რევაზ ჩიტიძეს შორის, 2010 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა. პირობები აქაც უცვლელია _ სპეციალური ჯგუფი კონტროლს უწევს საქმიანობას და დასკვნას აწვდის საკრებულოს თავმჯდომარეს სამუშაოების ხარისხის და შესრულების ვადების შესახებ.

 

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #183, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით პეტრიაშვილსა და ინდმეწარმე “მამია მარშანიშვილს” შორის 2010 წლის 25 მაისს გაფორმდა, სოფელ ჩქუნში და სუფსაში საწრეტი არხების ამოწმენდას ითვალისწინებდა. 2 214 გრძივი მეტრი არხის გაწმენდითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ 5 545 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების ვადა 30 მაისის ჩათვლით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში, კონტროლი სამუშაოს შესრულებაზე გამგებლის ბრძანებით შექმნილ შესაბამის კომისიას დაეკისრა. აღნიშნულ სამუშაოებზე გაცემული ზედნადები 22 ივნისით თარიღდება, რომელსაც ხელს გამგებელი გიორგი გოგუაძე აწერს.

იგივე დავით პეტრიაშვილმა და ინდმეწარმე “მერაბ მანწკავამ” სოფელ ახალსოფელში საწრეტი არხის გაყვანისთვის, ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ღირებულება 5 572 ლარია. ასევე, სოფელ ტაბანათში, საწრეტი არხის გაყვანისთვის ხელშეკრულება 2010 წლის 6 მაისს გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 7 193 ლარი შეადგინა. ინდმეწარმემ და გიორგი გოგუაძემ სასაქონლო ზედნადებს ხელი 15 ივნისს მოაწერეს, თანხით _ 12 765 ლარი. იგივე მანწკავამ, დამატებით, 2010 წლის 9 ნოემბერს, სუფსაში საწრეტი არხების მოწყობისთვის 789 ლარი მიიღო. 27 ოქტომბერს კი, ტაბანათში ანალოგიური სამუშაოსთვის _ 1 181 ლარი. ამავე ინდმეწარმეს 16 ნოემბერს ახალსოფელში გზის სამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება 1 245 ლარზე გაუფორმეს.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #172, რომელიც 2010 წლის 10 მაისს გაფორმდა, მიზნად ჩქუნის წყალმომარაგებას ისახავდა, რომლისთვისაც 3 294 ლარი იყო გამოყოფილი; ამავე მეწარმესთან გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ ახალსოფლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 5 844 ლარზე და სოფელ ხიდმაღალაში სასმელი წყლის მილების ჩადებისა და რეზერვუარის ამაღლებისთვის თანხით _ 8 975 ლარი; ასევე, ტაბანათში, ჩხაიძეების უბანში წყლის მილების ჩაწყობისა და წყალმომარაგებისთვის 10 949 ლარად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 29 062 ლარი შეადგინა. სასაქონლო ზედნადებში ასევე დეტალურად არის გაწერილი თითოეული სამუშაოს ღირებულება, რომელიც 25 ივნისით თარიღდება და ხელს ინდმეწარმე “ბარამიძე” და გამგებელი გოგუაძე აწერენ.

თუმცა, სოფელ ჩქუნის მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ მათ სოფელში წყალმომარაგება მოწესრიგდა, მეტიც, ამ ფაქტს ადასტურებს სოფელ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი და რწმუნებულიც.

სუფსის რწმუნებული ზვიად ლომაძე ამბობს, რომ ჩქუნის უბანში წყალი არ გაკეთებულა, რადგან წყალმომარაგება ამ უბანში მოწესრიგებული იყო.

ჩვენს კითხვაზე _ მოაწესრიგეს თუ არა გასულ წელს ჩქუნში წყალმომარაგება, აქ მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად აცხადებენ, რომ _ არა.

“წყალზე შეტანილი გვქონდა განცხადება, ზოგს აქვს არტეზიული ჭა ან წყაროს წყალი. ჩვენ გვაქვს ზემოთ “ბასეინი”, გვინდოდა, თანადაფინანსებით გაგვეკეთებინა. მერე, არაფერი მომხდარა, პირობა კი იყო, მაგრამ, ბოლომდე არ მისულა ეს საქმე”, _ გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა.

ამავეს ადასტურებს სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასიც.

სუფსის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ 2009 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშაოები 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გახორციელდა.

_ პროექტების მართებულობას, რომელთა გახორციელებაზეც ფული დაიხარჯა, მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, უნდა გაკეთებულიყო არხები, თუმცა არ გაკეთდა. დითირამბებს არავის ვუძღვნი, მაგრამ თუკი რამე გაკეთდება _ პირიქით, მოხარული ვიქნები. მინდა აღვნიშნო, რომ წელიწადნახევრის პროგრამა რეალურად, 2 თვეში, წინასაარჩევნოდ გახორციელდა. მაგათ ასეთი აზროვნება აქვთ: თუ ჩემსავით არ ფიქრობ, ჩემი მტერი ხარ; არადა, ზუსტად მაგათი მტრები იყვნენ ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. რევოლუცია რეალურად იმისთვის მოხდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში მყოფნი გაეყვანათ ხელისუფლებიდან, თუმცა, დღეს ლანჩხუთის გამგებელი სწორედ შევარდნაძისდროინდელი კადრია და ამ ხელისუფლების ოპონენტი იყო. ძალიან რთულია, როცა მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას და ასე არ ხდება. მორგებული სლოგანი აქვთ _გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იდგა პრობლემები და ანალოგიურად დგას დღეს. თუ რა გაკეთდა, ამ კითხვას, სოფელმა გასცეს პასუხი, _ გვითხრა ჯუმბერ ბლაგიძემ.

სუფსის ტერიტორიულ ერთეულში მინი-სტადიონის მოწყობისთვის 10 438 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 25 მაისს გაფორმდა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას ხელს შპს “ლანდშაფტი 2009”-ის ხელმძღვანელი და ლანჩხუთის გამგებელი აწერენ. ასევე, ამავე წლის 29 ნოემბერს, სოფელ ახალსოფელში საძოვრების შემოღობისთვის 657 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2010 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოთა საგარანტიო ვადა კი სამი წლით განისაზღვრა. სოფელ სუფსის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბოუჯეტიდან 3 343 ლარი დახარჯულა, ხელშეკრულება 1 ნოემბრით თარიღდება. მისი საგარანტიო ვადა კი 2015 წლამდე გრძელდება. ხიდმაღალაში საწრეტი არხების ამოწმენდის შესახებ, ხელშეკრულება “თემურ ბლაგიძესა” და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის 4 მაისს გაფორმდა თანხით 9 851 ლარი. საგარანტიო ვადა აღნიშნულ სამუშაოზე მხოლოდ ერთ წელს ვრცელდება.

ეს იმ დოკუმენტების მოკლე მიმოხილვაა, რომელიც ოფიციალურად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჩვენი მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტებში რატომღაც არ აღმოჩნდა გრიგოლეთში მინი-მოედნის მოწყობა, რომლისთვისაც 10 434 ლარი დაიხარჯა. როგორც გამგეობიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში _ 2010 წელს გახორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ვკითხულობთ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 15 თებერვალს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გრიგოლეთში მინი-მოედნის მოწყობას ისახავდა მიზნად. მაგრამ, რატომღაც ამ სამუშაოს შესრულებისთვის დადებული ხელშეკრულება, საქართველოში “ყველაზე მაგარმა” გამგებელმა “მიუწვდომელი” გახადა.

მაგრამ, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაწოდეს, ირკვევა, რომ გრიგოლეთში მოედანი მართლაც გაკეთდა, თუმცა, აქვეა აღნიშნული, რომ მინი-მოედანი, გააკეთეს მალთაყვაშიც(?!). მაგრამ ამას არ ადასტურებს სუფსის ადგილობრივი ხელისუფლება და აკონკრეტებს, რომ მოედანი გრიგოლეთში გაკეთდა, რისთვისაც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან” 10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

რატომღაც გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, აღნიშნული დოკუმენტი, მიუხედავად, ჩვენი ოფიციალური მოთხოვნისა, არ მოგვაწოდა. აღნიშნულ ადმინისტრაციას 2010 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გახორციელებული პროექტების ჩამონათვალი თითოეული თემის, სოფლის დონეზე, მისი სავარაუდო შესყიდვების შესრულების, ღირებულების, გახორციელებული პროექტების და არსებული მდგომარეობის მიხედვით მოვთხოვეთ.

ოფიციალური წერილის ოფიციალური პასუხი: “აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის #20 დადგენილების შესაბამისად, სოფლის პროექტების შემუშავებისა და თანხის განკარგვას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ჴ მუნიციპალიტეტის გამგეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს განცხადებაში ჩამოყალიბებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე გთხოვთ, მიმართOსათანადო მუნიციპალიტეტებს”(?!), _ ოფიციალურ წერილს ხელს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ისაკ ლომთათიძე აწერს.

ამ წერილის მიღების შემდეგ, “გურია ნიუსი” ლომთათიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, განემარტა ადმინისტრაციის უფროსს თუ რისი თქმა სურდა მისი ხელწერით დამოწმებული ოფიციალური წერილით. ადმინისტრაციის უფროსი, რატომღაც, არაინფორმირებული აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებზე ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის გამგეობებთან ერთად, სწორედ რომ მისი უწყება ახდენს!

“პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად გახორციელებისთვის პასუხისმგებელია თანხის მიმღები მუნიციპალიტეტის გამგეობა”, _ ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

“საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ”, _ ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის #34-ე განკარგულებაში. რომელიც 2009 წლის 20 იანვრით თარიღდება და ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი აწერს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შეხვედრები გრძელდება

ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალები, 13.04.2011 _ ვიდეო

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო