ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ტ. მამაგულაშვილის ინტერესებს იცავს საია, აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საია ტ. მამაგულაშვილის ინტერესებს იცავს კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით. მოსარჩელეს არ უთქვამს უარი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის დროსაც (2012 წლის 6 ივლისი) და დღესაც, საია მოქმედებდა და მოქმედებს მოსარჩელის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად. ამას ადასტურებს ტ. მამაგულაშვილის მიერ “კურიერში” გასული სიუჟეტის შემდგომ გაკეთებული ახსნა-განმარტებაც.
ამავე სიუჟეტში ასევე გავრცელდა ტ. მამაგულაშვილის მეუღლის (რომელიც არ არის მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეში) ინტერვიუ, სადაც ის დავის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საუბრობს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მის მიერ ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში ნახსენები საქმე შეეხებოდა სხვა სასამართლო დავას და არა საკონსტიტუციო სარჩელს. ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტსა და რესპოდენტს შორის არასწორ კომუნიკაციას, რამაც გამოიწვია ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.
შესაბამისად, მზად ვართ დაინტერესების შემთხვევაში მედიასაშუალებას დამატებითი სამართლებრივი განმარტებები მივაწოდოთ.