პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სამთავრობო გუნდიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის გაშვების შესახებ.
ლომოურის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბოლო პერიოდში გადაიქცა დიდ ”სუპერმარკეტად”, სადაც გაიყინა დარგის განვითარება.
_ ”კირვალიძის მუშაობა გამოჩნდა მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ვერ უზრუნველყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა ”გაიწმინდოს” და პოლიტიკის გამტარებელ უწყებაში შევიდნენ ისინი, ვინც ფიქრობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ” _ ამბობს ლომოური.
მისივე განმარტებით, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის კონტროლქვეშ იქნას გატარებული მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით კაბინეტში არ ჩაიკეტება და კარჩაკეტილ პოლიტიკას არ გაატარებს.
_ ვინც ასეთ პოლიტიკას ატარებს ის ყოველთვის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, _ დასძინა ლომოურმა.