მიზეზად დასახელდა ის, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების პრემიები წარმოადგენს მათ პერსონალურ მონაცემებს.
ინფორმაციის მოთხოვნით, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს 14 თებერვალს მიმართა, რომლითაც ითხოვდა საჯარო ინფორმაციას ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების ცალ-ცალკე დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან წერილის მიღების მომენტამდე თვეების მიხედვით.
ასევე წერილის მიხედვით, მოთხოვნილი იყო მოქმედი საშტატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით.
გამოგზავნილ პასუხში მითითებულია საერთო რაოდენობა, თუმცა ვინ მიიღო პერსონალურად პრემიები და რომელ თვეებში, ფინანსთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
“სახაზინო სამსახურმა არასლრუყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა პრემიების შესახებ, რადგან ინფორმაცია არ იყო დაყოფილი თვეების მივხედვით, 2012 წელს დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ, რადგან არ იყო მოწოდებული მათი სია და ხარჯთაღირცხვები, ბიუჯეტის ბალანსის შესახებ, რადგან ბალანსი არ იყო სრული, და 10 დეკემბრის ანგარიშის შესახებ, რადგან არ იყო მოწოდებული ანგარიშები. ყველა სხვა შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია იყო სრულყოფილი,” _ ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ წერილში.