და დევნილთა კავშირის გამგეობის სხდომაზე შემუშავებული განცხადება მოაწოდა. როგორც კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, გამგეობის სხდომას კავშირის ყველა წევრი ესწრებოდა. ძირითადი საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა იყო.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “აბაშის რაიონის არასამთავრობო “დევნილთა კავშირი” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მხარს ვუჭერთ ვახტანგ ყოლბაიას. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მას ვიცნობთ, როგორც სერიოზულ, ჩამოყალიბებულ, გულთბილ და კეთილ ადამიანს, რაც მთავარია ის ჭკვიანურად წარმართავს ასე საჭირო საკადრო ცვლილებებს. ვახტანგ ყოლბაიას მიუხედავად თანამდებობისა არასდროს დავიწყებია თავისი ხალხი, გულთან მიჰქონდა ყოველი ჩვენგანის გაჭირვება და შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა არსებული პრობლემების გადაჭრაში. არასდროს აურიდებია პასუხისმგებლობისთვის თავი. მერე რა, რომ ყოფილი კომუნისტია, უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობაში” ხომ მოქალაქეთა კავშირიდან იყვნენ. ის კი არ არის მთავარი, ყოლბაია რომელი პარტიის წევრი იყო, მთავარი ისაა, ვინ იყო ეს ადამიანი და ვინ დარჩა დღემდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვახტანგი არის კარგი მამულიშვილი აფხაზეთიდან და მისი უდიდესი სურვილია ამ მიწაზე დაბრუნება.
ჩვენ, აბაშის არასამთავრობო “დევნილთა კავშირის” წევრები მხარს ვუჭერთ ვახტანგ ყოლბაიას და უკვე 400 მდე ხელმოწერაც გვაქვს შეგროვებული”.