როგორც აქციის ორგანიზატორმა, დავით ჩხაიძემ გვითხრა, ის ბოლო მოთხოვნა, რომელიც მათ გააჩნდათ, შესრულებულია.
_ ჩვენი მოთხოვნა იყო შეცვლილიყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების ნაწილი და ეს შესრულებულია. ახლა, კომისიაში ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენ ნდობას ვუცხადებთ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩხაიძემ.
ჩვენს კითხვაზე, კარავის ასე სწრაფად აღება ხომ არ უკავშირდება პრემიერის შესაძლო ჩამოსვლას (ბიძინა ივანიშვილს, ხვალ, ლანჩხუთში, ლელოზე ელოდებიან), ჩხაიძე პასუხობს, რომ ეს “უბრალოდ დროში დამთხვევაა და მეტი არაფერი”.