საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები თბილისში 22 იანვარს ჩატარდება. არჩევნებში გურიიდან დელეგატის სტატუსით მონაწილებას კლუბ “მერცხალის” დირექტორი ხარიტონ ჩხატარაშვილი მიიღებს. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატატი ზვიად სიჭინავაა, რომელიც 33 სუბიექტმა (დელეგატმა) უნდა აირჩიოს.
საპრეზიდენტო განცხადების შეტანის ბოლო ვადა 14 იანვარი იყო. დედლაინამდე 20 წუთით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა _ ზვიად სიჭინავამ თავისი კანდიდატურა დააყენა ისევ პოსტზე და ის ერთადერთი იქნება 22 იანვარს, ვისი არჩევაც დელეგატებს მოუწევთ.
ორი დღეა ქართული მედია და საზოგადოება “შიშმა მოიცვა”, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, “გადავრჩით” და სიჭინავას, კვლავ, ერთსულოვნად, კომუნისტური პათოსით აირჩევს ქართული საფეხბურთო ელიტა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved