(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბოლო წლებია, მეზობელი სომხები ზამთრის შესვენებაზე ურეკს სტუმრობენ. ამჟამად გურიის ზღვისპირეთში შეკრებაზე იმყოფება ერევნის “ულისი”. უცხოურმა კლუბმა პირველი შეხვედრა 24 იანვარს, საქართველოს ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთთან” გამართა. ქართველებმა პირველი ტაიმი სტუმრებს გიგა კვერენჩხილაძისა და მანუჩარ წიქარიშვილის გოლებით 2:0 მოუგეს. მეორე ტაიმში სომეხმა ფეხბურთელებ-მა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა – 2:2. როგორც სპორტული მედია იუწყება, “ულისის” რიგებში სამმა ქართველმა (ლევან აკობია, თენგიზ უგრეხელიძე, შოთა ჯიქია) ითამაშა, ერთი კი (გიორგი კრასოვსკი) გუნდს ოჯახური პირობების გამო აკლდა. ქართველთაგან პირველი გოლის ავტორი კვერენჩხილაძე ლანჩხუთელია, პირველი წრე “სამტრედიაში” მაღალ დონეზე კი ჩაატარა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო იმერული კლუბი დატოვა და ფოთის “კოლხეთში” ვარჯიშობს. მეგრული კლუბის თავკაცი თემურ ბარქაია აცხადებს, რომ კლუბი არ დაიშლება და ლი-გაში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ “კოლხეთი” პირველი ეტაპის მიწურულს ძირითადი გუნდის 13 მოთამაშემ სწორედ ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.