(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის ზღვისპირეთი და კონკრეტულად, ურეკი, ზამთრის შესვენებაზე არაერთ სპორტულ გუნდს მასპინძლობს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ურეკშია დაბანაკებული სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მყოფი ერევნის “ულისი”. პარასკევს სომხებმა მორიგი შეხვედრა გამართეს ზუგდიდის “ბაიასთან” და 0:3 დამარცხდნენ.
როგორც უკვე გაუწყეთ, ურეკში იმყოფება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. მათ შეუერთდა ბოლნისის “სიონიც”, რომელმაც ერთი საწვრთნელი შეხვედრა უკვე გამართა და ლანჩხუთის “გურიას” დიდი ანგარიშით _ 6:1 მოუგო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved