ჩვენში თესლბრუნვის კულტურის არარსებობამ, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის არარაციონალური მეთოდების გამოყენებამ და სანიტარულ-ჰიგიენური წესების უგულებელყოფამ განაპირობეს ნიადაგში მავნებლებისა და დაავადებების გავრცელება და აკუმულირება. ეს პრობლემები თავს უსიამოვნოდ შეგვახსენებს გაზაფხულზე, აქტიური სასოფლო-სამეურნეო სეზონის დადგომასთან ერთად: ნიადაგში დაზიანებული თესლი ან ნერგი, გადაჭრილი ჩითილები, მათი ხელმეორედ გადათესვა და დარგვა, არათანაბარი და არაჯანსაღი აღმონაცენი _ ფერმერის ყოველდღიური თავის სატკივარი ხდება. ნიადაგის მავნებელთა მასიური გამრავლების შემთხვევაში, მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ეფექტიან ღონისძიებად მაინც ქიმიური მეთოდის გამოყენება რჩება.
ამჟამად ნიადაგის მავნებლების საწინააღმდეგოდ ჩვენში გამოყენებულ პრეპარატებს შორის თავის ფორმით, მოქმედების სპექტრით, მექანიზმითა და სხვა რიგი კრიტერიუმებით ერთ-ერთი საუკეთესოა გრანულირებული “მარშალი”.
პრეპარატ “მარშალის” მწარმოებელია კომპანია “ფმს ქემიკალი”(ბელგია), მოქმედი საწყისი _ კარბოსულფანი. იგი ეფექტურია მინდვრის, ბოსტნეულის, ტყის, სამკურნალო და ყვავილოვანი კულტურების დასაცავად ნიადაგის ისეთი მავნებლებისგან, როგორიცაა მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, მახრა, ბუზების მატლები, ცხვირგრძელები, ხვატარები, ბზუალები და ნემატოდები.
“მარშალი” გამოირჩევა ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით. მისი საიმედოობა უზრუნველყოფილია მოქმედების რამდენიმე მექანიზმით (კონტაქტური, ნაწლავური, ტრანსლამინარული), შედარებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელსაყრელია გამოსაყენებლად.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით, ხარჯვის ნორმაა 10-15 კგ/ჰა ნიადაგში ერთჯერადი შეტანისას დარგვის დროს ან 30-50კგ/ჰა _ მთელ ფართობზე მობნევისას. ნიადაგში ტენის არარსებობის შემთხვევაში, სასურველია, მსუბუქი მორწყვა.
დაიჭირეთ თადარიგი, დროულად შეიძინეთ ეს პრეპარატი. გამოსცადეთ “მარშალი” და დარწმუნდით მის სიკეთეში!