https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსკოვი ლანჩხუთს ბოლო დღემდე ელოდა

19:02; 16.02.2011
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზუსტად 21 წლის წინათ, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა _ 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ თავყრილობაზე, ისტორიული სიტყვა ლანჩხუთის “გურიის” ფეხბურთელებმა თქვეს: სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში აღზევებული “სოფლის გუნდის” წამყვანმა მოთამაშეებმა უარი თქვეს საბჭოთა პირველობაში მონაწილეობაზე და ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების დაუკითხავად (და მათი ნების საწინააღმდეგოდ) მხარი დაუჭირეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. მაშინ “გურიის” მოთამაშეები გმირებად შერაცხეს. იმ დროს, როცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი “დინამო” ყოყმანობდა, “გურიის” გადაწყვეტილება მართლაც გმირობის ტოლფასი გახლდათ. ლანჩხუთური კლუბი ყველაზე დაზარალებული გამოდიოდა _ პატარა საქმე ხომ არ იყო მთელი წინა სეზონის მანძილზე გადაჭედილი სტადიონი, საბჭოთა ბატალიებისთვის დიდი მზადება, დახარჯული მილიონები… გურულთა ისტორიული სიტყვის შემდეგ უკვე არავის დარჩა წინააღმდეგობის გაწევის მორალური უფლება…

იმ დღეებში “გურია” უკვე გაგრაში იყო, სასტუმრო “გრებეშოკში” ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, სასტუმროსთან ახლოს მატარებელი დადიოდა და ბიჭები ცოტა პრეტენზიებს გამოთქვამდნენ. უმაღლესი ლიგისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ, მართლაც კარგი გუნდი ჰყავდათ გურულებს…
თუმცა, ეროვნული მოძრაობა უკვე ზენიტში იყო და რა თქმა უნდა, ბიჭებიც ფიქრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო, ეროვნულ პირველობაზე ეთამაშათ.
წინა დღეებში ისინი სასტუმროს ეზოში შეიკრიბნენ, კრების მსგავსი თათბირი ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას.
_ არა,  ჩვენ უპირველესად ქართველები ვართ და არა _ ფეხბურთელები, _ ამბობს ერთ-ერთი მოთამაშე.
_ რა თქმა უნდა,  ჩვენი ვალია,  ქვეყნის გვერდით დავდგეთ და ასეც იქნება. ახლა მთავარია, როგორ გაგვიგებენ ქომაგები!  _ ამბობს მეორე.
ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებდნენ მონაწილეობას:
_ თუ “გურია” ეროვნულ ჩემპიონატში არ მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ უარს ვამბობთ კლუბში დარჩენაზე, _ ყველას პოზიციას ოთარ კორღალიძე ახმოვანებს.
ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, “გურიის” ყველა მოთამაშემ მოაწერა ხელი…

მიხეილ ფომენკოსგან რაიმე პროტესტიც არ ყოფილა. მწვრთნელი ხვდებოდა, რომ აქ საუბარი პატრიოტიზმზე იყო და სპორტი უკანა პლანზე გადადიოდა. უკრაინელი გულის სიღრმეში ქართველებს ყოველთვის თანაუგრძნობდა.
ეს არ იყო ბუნტი, ეს იყო პატრიოტული გადაწყვეტილება და იგი უშუალოდ ფეხბურთელებმა მიიღეს და არანაირი დირექტივა არ ყოფილა.
ჭადრაკის სასახლეში 7 ფეხბურთელი მიავლინეს: თემურ კაბისაშვილი, ლევან ბარათაშვილი, ბესიკ ფრიდონაშვილი, მერაბ კაციტაძე, დავით უგრელიძე, ოთარ კორღალიძე და დავით ცომაია.

ამ დროს ლანჩხუთში არაფერი იციან. ამირან წილოსანი ლანჩხუთშია, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისიდან. კლუბის პრეზიდენტი იმაზე ფიქრობს, კლუბს რაიმე არ მიაკლდეს. იგი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელი სასელექციო და მოსამზადებელ სამუშაოებს ნაყოფიერად აწარმოებს.
_ წინა შემთხვევაში პირველივე წელს გამოვვარდით, ახლა გამოცდილება მიღებული გვაქვს და წელს აუცილებლად უნდა დავრჩეთ, _ ფიქრობს გამოცდილი წილოსანი.

ლანჩხუთის რაიკომშიც არაფერი იციან. ემზარ ბერიძეს ფეხბურთი უყვარს. “გურია” მის პირველ მოადგილეს, ალბერტ ლომაძეს აბარია. ორი წლის წინანდელ ტრიუმფშიც მათი წვლილი დიდია. 5-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე რაიონმა 18-მილიონიანი სპორტული ინფრასტრუქტურა დააფინანსა. რა თქმა უნდა, არა ადგილობრივი შემოსავლით _ ლომაძეს ქვისლი წაეშველა: გურამ მგელაძე “საქაგრომრეწვის” ხელმძღვანელია.
იგი ახლაც კლუბის გვერდით დგას, როგორც სხვები _ ადგილობრივი კოლმეურნეობები და მეურნეობები ფეხზე დგანან. “გურიისთვის” ბაზის ყიდვას ალახაძეშიც გეგმავენ. ალახაძე საფეხბურთო შესვენებაზე მთავარი ცენტრია, აქ მთელი საბჭოთა კავშირის გუნდები ჩამოდიან. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, ერთი პრობლემა მინდორი რჩება, რადგან ალახაძეში კარგი მოედნების დეფიციტია, მაგრამ ამ პრობლემას როგორმე მოაგვარებენ…

_ ალბერტ, რა ხდება ალახაძეში, “გურიას” ხომ არაფერი უჭირს? _ ეკითხება ბერიძე თავის მოადგილეს და ფეხბურთში მარჯვენა ხელს.
_ კი, ყველაფერი წესრიგშია, _ პასუხობს ლომაძე, _ ამირანი იყო მოსული, საჭმელი უნდა გავაგზავნოთ ბიჭებთან. ყველაფერი მოგვარებულია.
_ აბა, თქვენ იცით! ბიჭებს არაფერი მიაკლოთ, _ ამბობს “პირველი”.
ამირან წილოსანიც მიდის რაიკომში და საორგანიზაციო დეტალებს უთანხმებს პარტიულ ბოსებს.
მართლაც, 14 თებერვალს, სურსათ-სანოვაგით დატვირთული 6 მანქანა გაიგზავნა. ნობათს მხოლოდ ნახევარი გუნდი დახვდა, რადგან შვიდეული უკვე თბილისში იყო…
თბილისშია წილოსანიც, იგი დილით მატარებლით ჩავიდა, თუმცა, საორგანიზაციო საკითხებზე _ მან არაფერი იცის ალახაძეში მომხდარზე.

14 თებერვალს, თბილისში, დის სახლში იმყოფება კლუბის პრეზიდენტი. სახლის ტელეფონმა დარეკა. ის სახლში მარტოა და ტელეფონთან მივიდა.
მამაკაცი კითხულობს: _ რა გადაწყვიტეთ?
პრეზიდენტი კლუბის საბჭოს გადაწყვეტილებას ამცნობს უცნობ მამაკაცს.
_ “გურია” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ხოლო “გურია-2” _ ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობს.
_ თქვენ ხომ არ გაუტიეთ! რა საბჭოთა კავშირი, “გურია” ეროვნულ პირველობაზე უნდა გადმოვიდეს, _ მამაკაცი ტელეფონში ყვირის.
წილოსანი სიმშვიდეს ინარჩუნებს:
_ გადაწყვეტილებას კლუბის საბჭო იღებს!
_ მე თქვენ გაჩვენებთ საბჭოს, არ გაბედოთ, _ მამაკაცმა მუქარა გაურია.
_ თქვენ ვინ ბრძანდებით? _ პრეზიდენტი საუბრის მშვიდ ფორმაში გადაყვანას ცდილობს.
მამაკაცი ლანძღვა-გინებაზე გადადის, პრეზიდენტს უყვირის კიდეც:
_ აი, ნახავთ, რაც მოგივათ! _ მუქარა დაუტოვა ტელეფონზე.

15 თებერვალს, დილით, წილოსანი იმასაც იგებს, რომ “გურია” შეკრების ნაცვლად თბილისშია.
დილით პრეზიდენტის დის სახლში ისევ ზარი გაისმა. ყურმილი დამ აიღო.
_ ამირან, მამაკაცი გკითხულობს, _ ეუბნება ძმას.
პრეზიდენტმა იფიქრა, ისევ უცნობი მამაკაცი იყო და ზანტად მივიდა ტელეფონთან. არასასიამოვნო საუბრისთვის მოემზადა.
თუმცა, შეცდა:
_ ამირან, რა ხდება? _ სატელეფონო ხაზზე “პირველი” იყო.
წილოსანი ხვდება, რომ რაღაც ხდება, სხვანაირად რაიკომის მდივანი პირდაპირ არ დაურეკავდა.
_ ამხანაგო ემზარ, ხომ მშვიდობაა? _ კითხულობს იგი.
_ რა ვიცი, ჩვენთან კი არის მშვიდობა, მაგრამ “გურიაში” რა ხდება?
პრეზიდენტი წინა დღეს გახორციელებულ ზარს და უცნობის მუქარას უყვება.
“პირველი” წილოსანს ახალ ამბავს აუწყებს:
_ “გურია” სსრკ-ის ჩემპიონატზე უარს ამბობს!

სახლიდან გამოსული წილოსანი აქეთ-იქით იხედება, ეშინია, უცნობმა მამაკაცმა მუქარა არ შეასრულოს.
ჭადრაკის სასახლეში მისვლას გეგმავს. მართალია, საბჭოთა დროში ცხოვრებამ მოუწია, მაგრამ ის სულით პატრიოტი კაცია _ წლების მანძილზე ეგნატეობებს ატარებდა და სხვადასხვა ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ.
_ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მოსკოვში განაცხადი გაგზავნილი გვაქვს, _ თავისთვის ფიქრობს პრეზიდენტი. ჭადრაკის სასახლეში მისვლაც გადაიფიქრა. რაიკომს ვერ ჩააგდებს უხერხულობაში.
მან ისიც იცის, რომ “პირველიც” გულის სიღრმეში ეროვნულ პირველობას უჭერს მხარს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ იტყვის.

15 თებერვალი, ჭადრაკის სასახლე. სასახლის კულისებში შეკრებილი ეროვნული პირველობის მოწინააღმდეგეები ბოლო არგუმენტს იშველიებდნენ:
_ “გურიას” რას უშვებით,  “გურიას”? ამ დღეზე ორი წელი ფიქრობდნენ, შრომობდნენ და ცოდვები არიან!
ამ დროს დამოუკიდებლობის მხარდამჭერები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მოწინააღმდეგეები კი ქირქილებდნენ:
_ თქვენ რას ეუბნებით ლანჩხუთელებს, კიევის, მოსკოვის, მინსკის “დინამოებთან”, “სპარტაკთან”,  “ზენიტთან” და ასეთ გრანდებთან ბატალიებს ვანის, ჩხოროწყუსა და წნორის გუნდებთან გაჯიბრება ამჯობინონ?
“დინამო” სსრკ-ის პირველობას უჭერს მხარს. თუმცა, გადამწყვეტი “გურიის” სიტყვა აღმოჩნდა… სათქმელი ქართული ფეხბურთის ფლაგმანსაც აღარ დარჩა…

ლანჩხუთელი ქომაგები ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ორწლიანი მძიმე ორთაბრძოლების შემდეგ მოიპოვა კლუბმა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, არის ამბიცია, 10-ათასიანი ქალაქის სტადიონზე ყოველ თამაშზე 22-25 ათასი ქომაგი ზის, გასვლით მატჩებზე ქომაგები თვითმფრინავით დაჰყავთ, რაიონი ფეხბურთით ცოცხლობს.
_ რა ვქნათ? _ კითხულობს “პირველი”, რომელსაც სპეციალური თათბირი მოუწვევია.
ვერავინ პასუხობს.
ბერიძე გამორჩეული რაიკომის მდივანია, ის მორწმუნე კაცია, შინაგანად ფეხბურთელების მხარეზეა, როგორც თათბირზე მყოფთაგან უმეტესობა.
ახლა მათ ერთი საკითხი აშფოთებთ:
_ რას იტყვიან გულშემატკივრები? _ ესეც “პირველის” კითხვაა, რომელსაც ისევ არავინ პასუხობს.

პრეზიდენტი მიხეილ ფომენკოს ტეტ-ა-ტეტ ხვდება: _ მიხეილ ივანიჩ, დარჩით ჩვენთან, ეს ძალიან გაგვიხარდება, _ ეუბნება წილოსანი.
_ არა, ჯობს ჩვენ წავიდეთ. კარგად გვესმის. წარმატებებს გისურვებთ! _ პასუხობს მწვრთნელი.
ისე, გულის სიღრმეში ფომენკოს დარჩენაც კი უნდოდა _ ძლიერი გუნდია, შეკრებაზე უმაღლესლიგელ გუნდებთან 6 თამაში ჩაატარეს, 4 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს. მოსკოვის “სპარტაკიდან” ნათხოვარი იყვნენ ნოვიკოვი და ივანოვი, სხვებიც დაიმატეს.
შეთანხმება ვერ შედგა. ფომენკო მიდის…
მას და სხვა მოწვეულებს გაცილება მოუწყვეს, სუფრა გაიშალა და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

მოსკოვი ბოლომდე ელოდა წილოსანის ზარს.
ერთ დღესაც ზარი გაისმა წილოსანის სახლის ტელეფონზე.
_ ამხანაგო ამირან,  ხომ არ შეგიცვლიათ გადაწყვეტილება? _ კითხულობს მამაკაცი რუსულად.
პრეზიდენტი ხვდება, რომ სსრკ-ის ფეხბურთის სამმართველოდან ურეკავენ. მძიმედ პასუხობს:
_ არა, გადაწყვეტილება საბოლოოა! სპორტული პრინციპის წინ “გურიამ” პატრიოტიზმი დააყენა!
_ ჰო, მაგრამ კლუბისთვის ხომ არ ჯობდა წელს ჩვენთან გეთამაშათ? _ უკან არ იხევს ფეხბურთის მოხელე.
_ მეც ეს პოზიცია მაქვს, მაგრამ “გურია” მსხვერპლს იღებს, _ უხსნის წილოსანი.
_ კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელების გადაბირება არ გიცდიათ? _ ბოლო შანსს ჩაეჭიდა ფეხბურთის სამმართველო.
_ აზრი არ აქვს! _ გულახდილად პასუხობს პრეზიდენტი, _ ფეხბურთელებმა ულტიმატუმი წამოგვიყენეს: ან ეროვნული ჩემპიონატი, ან “გურიიდან” მივდივართო.
მოსკოვი ლანჩხუთს ბოლო დღემდე ელოდა. კალენდარიც კი გადასწიეს… “გურიამ” 31 მარტს კიევის “დინამოს” ნაცვლად გორის “დილას” უმასპინძლა…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025

"სიძე, შე ძველო!"

სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025
საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12.12.2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12.12.2025
ფინანსები

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12:45; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12.12.2025
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია

11:32; 12.12.2025
საზოგადოება

“გოჭის და ზოტის ლობიოს ღირებულება სკანდალურ ზღვარზეა” _ ფასები ოზურგეთის ბაზარში

11:25; 12.12.2025
პოლიტიკა

გაეროს სპეცმომხსენებელი: სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება

11:03; 12.12.2025
მსოფლიო

მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

10:48; 12.12.2025
საზოგადოება

300-300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონები ჩოხატაურსა და ოზურგეთში _ ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება?

10:22; 12.12.2025
სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო