(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურიამ” სეზონი ხონში ადგილობრივ “იმერეთთან” გამართული შეხვედრით განაახლა. ჩვენებურებმა წარმატებას მიაღწიეს და 1:0 მოიგეს. საინტერესოა, რომ ხონის არენა ახლახან გაიხსნა, რისი სიხარულიც იმერლებს ვანო კილაძის მიერ შეხვედრის დასაწყისში გატანილმა გოლმა ჩაუშხამა. დარჩენილ დროში გურულებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს. აღსანიშნავია ის, რომ ერთი კვირის წინ, ლანჩხუთში “გურია” “იმერეთს” ამხანაგურად გაეჯიბრა და 1:5 წააგო. მორიგ შეხვედრაში ჩვენებურები “ბათუმს” 4 მარტს უმასპინძლებენ.