(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველომ ფუნქციონირება შვიდ თებერვალს შეწყვიტა. “აღნიშნული სამმართველო გაუქმდა და სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს შეუერთდა”, _ გვითხრა ყოფილი სამმართველოს, უკვე ყოფილმა უფროსმა ბესო ქარჩავამ.