(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში ენერგო და სასურსათო ვაუჩერის დარიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ ეტაპად გაჰყო _ მაგალითად, სოფლის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა მეორე ნაწილზე ადრე მიიღო ორივე ვაუჩერი და კიდევაც გაანაღდა, მეორე ნაწილისთვის კი სასუსართო ვაუჩერი ჯერ არ დაურიგებიათ. ენერგოვაუჩერის გასანაღდებლად “ენერგო-პრო ჯორჯიაში” მისულ აბონენტებს ეუბნებიან, რომ თანხა არ არის დარიცხული. როგორც ჩვენთან საუბარში რამდენიმე ადამიანი აღნიშნავს, 15 მარტის შემდეგ ვერ გაანაღდეს ხელისუფლების მიერ “ნაჩუქარი” ვაუჩერი და აინტერესებს, რომ ვაუჩერების დარიგება ასე შეფერხებით რატომ ხდება. ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული, კახა მეგრელიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეორე ეტაპზე დარიგებულ ენერგოვაუჩერებზე თანხა არ არის დარიცხული: _ ეს პრობლემა 15 აპრილამდე მოგვარდება. აუცილებლად დაირიცხება თანხა და ყველა ისარგებლებს ვაუჩერით, _ გვითხრა მეგრელიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved