(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრები. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ოზურგეთის “მერცხალმა” _ ჩვენებურებმა საკუთარ მოედანზე ხონის “იმერეთს” მოუგეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. კვლავ ვერ ახერხებს მოგებას ლანჩხუთის “გურია” _ კლუბმა ამჯერად ხარაგაულში “ჩხერიმელასთან” წააგო და ლიდერებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მორიგ ტურში, რომელიც 13 აპრილს გაიმართება, “გურია” საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივს” უმასპინძლებს, ხოლო “მერცხალი” ბათუმში ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ “დინამოს” ესტუმრება. ამ დროისთვის ლანჩხუთელებს 36, ხოლო ოზურგეთელებს 27 ქულა აქვთ.