( 21-ს ქვევით) _ მუსიკალური კონკურსის “ნუცას სკოლის” ფინალში ოზურგეთელი მომღერალი ბექა ცხომელიძე ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა. როგორც ცხომელიძემ გვითხრა, ფინალი ორ კვირაში გაიმართება და ახალგაზრდა მომღერალს გურულების მხარდაჭერის იმედი აქვს.
_ ფინალში გასვლას ნამდვილად არ ველოდი იმიტომ, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ ჟიურის რჩეული გავხდი, _ აღნიშნა მომღერალმა.