(21-ს ქვევით) _ გასული კვირის პარასკევს ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების მერვედფინალის პირველი თამაში გაიმართა, სადაც რვა გუნდი მონაწილეობდა. პირველ მერვედფინალში ერთმანეთს ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის “ფენიქსი”, წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის “მთიები”, ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის “ატაგენუსის”, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის “ევერესტის”, სოფელ შემოქმედის “ლოგოსის”, სოფ. ოზურგეთის “თემიდას”, დაბა ლაითურის “უნიას” და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის “საკმეველის” ინტელექტუალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს პირველობისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ავთანდილ სირბილიშვილმა 15 შეკითხვა დასვა და გამოავლინა მეოთხეფინალისტები, რომლებიც პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
“ლოგოსის” წარმომადგენლებმა თამაშის დროს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ანახეს და პირველ ადგილზე, 12-ით ქულით დაიმკვიდრეს ადგილი, ამ გუნდთან ერთად მეოთხედფინალში “უნია”, საკმეველის” და “მთიების” ინტელექტუალები ითამაშებენ.
მეორე მერვედფინალი 2 მაისს გაიმართება, ერთმანეთს რვა გუნდი “შეერკინება” _ ვაკიჯვრის “ვაკიჯვარი”, ჩოხატაურის სამრევლო სკოლა “ცარიელი თავები”, ნაგომრის “ნიკე”, მერიის “ფავორიტი”, ზემო ნატანების “ფესვები”, ჯუმათის “ჯუმა”, ასკანის “ლოგოსი” და #3 საჯარო სკოლის “ევრიკა.