(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელი მობურთალი გიგა კვერენჩხილაძე, რომელიც უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთის” ღირსებას იცავს, წამყვანმა სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში ჩემპიონობის მთავარ ფავორიტთან 1:4 წააგო, ჩვენებური მოედანზე ერთ-ერთი საუკეთეო გახლდათ (ფოთელთაგან ერთადერთი გოლიც მის ანგარიშზეა), რაც დაუფასდა კიდეც. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვერენჩხილაძე “გურიის” ღირსებას იცავდა და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. ცნობისთვის, წელს გიგა მეორედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში _ წინა შემთხვევაშიც გოლი გაიტანა; მაშინ, დებიუტი ყოფილი კლუბის “სამტრედიის” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის გატანით აღნიშნა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved