(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საატესტატო გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლები მეთვალყურეობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჩოხატაურში გამოცდებზე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კმაყოფილებას გამოხატავენ მოსწავლეთა ცოდნისა და მომზადების დონით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თერთმეტ საგამოცდო ცენტრში, 22 საჯარო სკოლის 248 ბავშვმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აქედან 7 ოქროს მედალოსანი გახდა, ათი _ ვერცხლის. ოქროს მედალოსნები არიან: თორნიკე კუჭავა, ანა წეროძე, ლევან ვაჩეიშვილი, მარიამ კალანდაძე, შოთა ჯიბუტი (I საჯარო სკოლა); თამთა ბარამიძე და ნათია ბარამიძე (ზემოსურების საჯარო სკოლა); ვერცხლის მედალოსნები _ ლევან კუტუბიძე, ნანა სანიკიძე, თამაზ ყაჭეიშვილი, ირაკლი ძნელაძე, ლანა ცინცაძე, თამარ ჩხიკვაძე, მარიამ შენგელია (პირველი საჯარო სკოლა), ამირან სიხარულიძე, დავით შარაშიძე, თამარ ჯინჭარაძე (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა).
ვულოცავთ ჩოხატაურელ მოსწავლეებს ამ წარმატებას!