(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 7 ივნისს, ოზურგეთში, 25 კგ რაოდენობის ერთი ტომარა პურის ფქვილი 26 ლარი ღირდა. როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, მისი ფასი 30 ლარი იყო ღირდა და ფასის მატებასაც ვარაუდობდნენ. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, მალე პურის ფქვილი კიდევ გაიაფდება. ერთმა გამყიდველმა, რომელსაც ცენტრალური საწყობიდან მოაქვს ფქვილი, ამ ფაქტს ასეთი ახსნა-განმარტება მისცა: _ ახლა ნამეტანი ნესტიანი თვეა. თან წელს, ლამის გადაუღებლად წვიმს. ამიტომ ჩქარობენ გაყიდვას _ იმდენი პურის ფქვილი უწყვიათ საწყობში, ულპებათ და გაფუჭებას არ სჯობს, ორიოდე ლარი დააკლონ და საწყალ ხალხს სული მოათქმევინონ? არ კმარა, რაც ხელოვნური გაძვირებით წაგლიჯეს?!