(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 16 ივნისს, ჩოხატაურში, კინოთეატრ “გურიაში”, სამუსიკო სკოლამ, რომელმაც წელს 51-ე თაობა გააცილა, სასწავლო წლის შემაჯამებელი საღამო გამართა. ღონისძიებაზე შეკრებილ უამრავ მაყურებელს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა შესანიშნავი კონცერტი შესთავაზეს. სამუსიკო სკოლის პედაგოგები, ქეთევან გიორგაძის ხელმძღვანელობით, თავდაუზოგავად შრომობენ და ამ შრომის ნაყოფი გახლდათ ის, რომ, ახლახან, თბილისში ჩატარებულ კონკურსზე, ამ სკოლის მოსწავლის ლუკა ყაჭეიშვილის მიერ შესრულებული ნაწარმოების შემდეგ, დარბაზმა ოვაციები ფეხზე წამოდგომით გამოხატა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved