(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ რამდენიმე დღეა, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნიკო ნოზაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მანამდე დავით დემურია მუშაობდა, რომელიც თბილისში მონიტორინგის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. გურიის სატყეო სამმართველოს უფროსის ადგილი, რომელიც ნიკო ნოზაძეს ეკავა, ჯერჯერობით, ვაკანტურია.