(გურია ნიუსი, თბილისი) _ 22 ივნისს, თბილისში, რუსთაველის სახელობის კინოთეატრში, მოეწყო ახლად აღდგენილი სატირულ-იუმორისტული ჟურნალ “ნიანგის” პრეზენტაცია, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
იუმორით აქტიურობდნენ ბიძინა მახარაძე და ტარიელ ჭანტურია, მაყურებელი თავშეუკავებლად ხარხარებდა ზაალ სულაკაურის კარიკატურებზე.
პრეზენტაცია გახსნა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა გია მურღულიამ. მან თქვა, რომ ჟურნალის დევიზია არა ლაპარაკი, არამედ იუმორი. მერაბ სიჭინავამ გაიხსენა ძველი “ნიანგის” თანამშრომლები. ჩვენთან საუბარში უკმაყოფილება გამოხატა ბიძინა მახარაძემ:
_ მინდოდა, გურიაში ჩემი შემოქმედებითი საღამო ჩამეტარებინა, მაგრამ დამემალნენ, _ თქვა პაროდისტმა მსახიობმა.
ღონისძიების დასასრულს გაიჭრა “ნიანგის” გამოსახულებიანი ტორტი.
ჟურნალ “ნიანგის” აღდგენის” იდეა ძმებს _ ელიზბარ და დავით არსენიშვილებს ეკუთვნის.