მედლების გადაცემა
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #4 საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ, გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა 52 წარჩინებულ მოსწავლეს მედლები გადასცეს.
ლელა იმედაშვილის თქმით, 22 ოქროს მედალი ჩოხატაურის და ოზურგეთის კურსდამთავრებულებმა მიიღეს, რაც შეეხება დარჩენილ 30 მედალს, ისინი სამივე მუნიციპალიტეტის კურსდამთავრებულებზე გადანაწილდა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გურიის რეგიონის ყველა სკოლის მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი საატესტატო გამოცდებს და ჩვენი მხარე რამდენიმე შედეგების რეინტიგული სიის პირველ ასეულშია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საატესტატო გამოცდებში მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ცოდნის დაბალი დონის გამო, გურიის რეგიონში რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.