(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ამ შინაარსის სმს შეტყობინება “გურია ნიუსის” მობილურ ტელეფონზე 18 აგვისტოს შემოვიდა: _ “ავერსის ახალ კლინიკაში დირექტორად აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან ანთაძე დაინიშნება. ნუთუ, გურიაში კადრი არ არის? აჭარაში 12 საავადმყოფო შენდება და ეგ მოხსნილი მინისტრი ეგებ იქ დაასაქმონ!” “გურია ნიუსი” შეეცადა, რომ ეს ინფორმაცია “ავერსში” და თავად ლევან ანთაძესთან გადაემოწმებინა, მაგრამ ერთ ნომერზე დაკავება იყო, მეორე კი გასული იყო მომსახურების ზონიდან.
ოზურგეთში “ავერსის” კლინიკის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაინიშნება დირექტორად. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, “ავერსის”კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე დასახელდა.