https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბესო მჟავანაძე: “ორ წელიწადში მექნება ელიტარული, ძველი გურული ვაზის ჯიშები”

3:08; 25.08.2011
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი ნომრის სტუმარი, ბესო მჟავანაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში სოფლის მეურნეობას მარტო უმკლავდება. ყოველი დილა მისთვის ექვს საათზე იწყება და გვიანობამდე თავის კარმიდამოში შრომობს. თუ ადრე არავითარი შეხება არ ჰქონდა სოფლის ცხოვრებასთან, ახლა პირიქით _ უნდა, რომ ყველაზე შემოსავლიანი და ლამაზი კარმიდამო ჰქონდეს მისი თქმით, ადრე, სადაც ახლა საყანე ფართობი და სხვადასხვა კულტურა აქვს გაშენებული, ჩაის გავერანებული პლატანციები იყო. ბატონი ბესო, ორგანიკას გამოყენების დიდი გულშემატკივარია.

1974 წელს, საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის (სპეციალობა _ მცენარეთა დაცვა) დამთავრების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ კოლმეურნეობაში ბრიგადირის მოადგილედ, მცენარეთა დაცვის (წამლობის) დარგში დაიწყო.

_ ვმუშაობდი ოჩხამურისა და შემდეგ ქობულეთის მებოსტნეობის მეურნეობებში ენტომოლოგად. 1978-1982 წლებში ასპირანტად ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში. 1991-1976 წლებში, ქ. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ, 1976-2003 წ.წ. აჭარის ენერგოკომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურის უფროსად, შემდეგ ქ. ქობულეთის ელ. ქსელების უბნის უფროსად. ვარდების რევოლუციისა და აჭარის რევოლუციის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი და პრეზიდენტის მიერ რაიონებში დარიგებული ტრაქტორების ამხანაგობის თავმჯდომარე.

ოზურგეთში ჩამოსვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მამაჩემი გარდაიცვალა და კარმიდამო რჩებოდა უმეთვალყურეოდ _ ან უნდა გავერანებულიყო ან უნდა გაგვეყიდა. თავიდანვე, ახალგაზრდობაში ვიყავით წინააღმდეგი გაყიდვის, რადგან უნდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი მამა-პაპური ეზო-გარემო. პატარა აღარ ვარ, 62 წლის გავხდი, ვიფიქრე, სიბერეს გავატარებ სოფელში -მეთქი, მიწასთან მუშაობა მიყვარს, ამიტომ, გადმოვედი სოფელში.

_ დიდი ხნის განმავლობაში ვათვალიერებდი თქვენს კარმიდამოს, ეს ყველაფერი თქვენი აქ მოსვლის შემდგე გაკეთდა თუ მანამდე, მამათქვენმა გააკეთა?

_ სანამ მამაჩემი ჯანზე იყო, მუშაობდა. 84 წლის გარდაიცვალა, 75-77 წლამდე იმდენად ჯანზე იყო, რომ ხეხილს თვითონ კრეფდა ხეზე. 13 მეტრიდან გადმოვვარდი ერთხელ, საბედნიეროდ, გადავრჩი და იმის შემდეგ არ მიშვებდა ხეზე. ყოველ შაბათ-კვირას აქ ვიყავით, უფრო კოსმეტიკურ სამუშაოებს ვასწრებდი. ბოლო წლებში მამაჩემს აღარ შეეძლო. ბევრი რამე გადავაკეთე. საერთოდ, დასავლეთში, ხის ძირში მიარგავენ მცენარეს და შემდეგ, როდესაც არ გაიხარებს, ამბობენ, არ ივარგაო. თითოეულ მცენარეს ნიადაგის გარშემო, ისევე ზევით, მისი კვების არეალი აქვს. მაგალითად, ყანაში რომ მივდივართ, რატომ ვთოხნით, სიმინდის გვერდით რატომ ვჭრით ბალახს? ორი მცენარე ერთად დარგული, არ უშლის ხელს ერთმანეთს? იგივე ორგანიკაზე რომ ვისაუბროთ _ შარშან და წელსაც წაიღეს და შემდეგ მეუბნებოდნენ, არაფერი ეფექტი არ ქნა შენმა ორგანიკამო. ერთხელ ვთხოვე, ენახვებინათ ის მცენარეები, რომლებსაც ორგანიკას მოახმარდნენ; მივედი და ვნახე, 20-30 სმ-სში დაურგავს, არ გაუთოხნია, ტოტები არ შეუტეხია, აგროწესები არ დაუცვია! ორგანიკა პანაცეა კი არ არის _ შეასხურე და შემოდგომაზე აიღე მოსავალი!

_ თქვენს კარმიდამოში ყველაფერზე ორგანიკას მოიხმართ?

_ დიახ, ყველაფერზე. ყვავილებზეც, წიწილებსაც ვასმევ… ყოველ კვირას რომ ჩამოდიოდა ჩემი მეუღლე სოფელში, გიჟდებოდა _ ასე მალე როგორ იზრდებიანო, წყალში ვურევ და ისე ვაძლევ. სხვათაშორის, ადამიანს შეუძლია მიირთვას, ნორმების ფარგლებში და წესების დაცვით, დისბაქტერიოზი თუ გაქვს, წმენდს კუჭს. ჩემს ძაღლსაც ყოველთვის 10-11 ლეკვი უჩნდებოდა; ორგანიკას მიღების შემდეგ, 15 ლეკვი შეეძინა! არ ვიცი, იქნებ ბუნებრივადაც მოხდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

_ ვიცი, რომ ევროპიდან რამდენიმე ვაზის ჯიში შემოიტანეთ…

_ ხუთი სახის ვენახი მაქვს, დამყნილ-დარგული, ლაბორატორიაში გატარებული, ვირუსებისგან გაწმენდილი, ეს არის ალფოსო დე ვალიე, კარდინალ რიშელიე, იტალია მუსკატი, სულთანინი, საქიშმიშე და დალტიური.

_ საღვინე ჯიშების დარგვას არ აპირებთ?

_ ველოდები კალმებს შემოდგომაზე, “კარმიდამო ჩემის” რესპონდენტები _ სოსო ხინთიბიძე და ანდრო ვაშალომიძე ჩემი სტუმრები იყვნენ და ისინი მეხმარებიან ამ საკითხის მოგვარებაში. საგურამოში არის დიდი სარგავ-სანერგე მეურნეობა _ მსოფლიოში რაც ვაზის და ხეხილის ნერგი არსებობს, იქ არის, იქ აგროვებენ, ამრავლებენ და აჯიშებენ… ექვსი ჯიშის ხეხილი მაქვს წამოღებული საგურამოს მეურნეობიდან. ევროპული ჯიშებიდან, ეს არის ვაშლი, ბალი, ატამი, ქლიავი, ჭერამი და ბია. შემოდგომაზე ვაპირებ ძველი გურული ჯიშების გამრავლებას _ კლარჯული, კამური, საკმიელა, ჩხავერი.

_ გურული ვაზის პოპულარიზაცია აქამდე რატომ არ ხდებოდა?

_ იყო ადრე უცხოეთში ქართული ღვინო ისე პოპულარული, როგორც ახლა არის?! არ იყო. ყველაფერი დაღუპა ადესამ, უშრომელს რომ ეძახიან. 1945-50 წლებში გურიაში, დაახლოებით, 50 გურული ჯიშის ვაზი მოჰყავდათ. შემდეგ, 1960 წლამდე, 95% ცოლიკაური შემოვიდა, მაგრამ იმ ცოლიკაურს მოვლა და პატრონობა სჭირდება, ხანდახან 7-8-ჯერ შეწამვლა უნდა, ცოტა შრომატევადია; სამაგიეროდ, შედეგს მიიღებ… გამოჩნდა ეს ადესა, ჩაენაცვლა სხვა ვაზის ჯიშებს, გაუშვეს ეს ადესა თხემლაზე და გააფუჭა საქმე.

მე ორ წელიწადში ადესა, ნოე, ჭეიშვილი არ მექნება _ მექნება ელიტარული, ძველი გურული ვაზის ჯიშები, რომელსაც მოვუვლი.

_ ბევრი ისეთი მცენარე ვნახე თქვენს კარმიდამოში, რომელსაც გურიაში იშვიათად წააწყდებით.

_ მომყავს საზამთრო, ნესვი, ავოკადო, არაქისი… მაქვს ჯონჯოლის ხე, პავლონია, ყვავილები.

_ ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობა არ გიძნელდებათ?

_ საღამოს ძალიან დაღლილი შევდივარ სახლში, მაგრამ ძლიერ ესთეტიურ და მორალურ სიამოვნებას ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვმუშაობ… მამაჩემის სურათი ჰკიდია კედელზე, ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავისხამ და მამაჩემს ვაბარებ ანგარიშს. სულ მეუბნებოდა, როდის მოვიშორებთ ამ ნაკვეთსო, რადგან ტურებით და გველებით იყო სავსე. ახლა კი ჩაის პლანტაციები ამოვძირკვე, მიწა სხვა კულტურებით დავტვირთე. შვილმა დამაფინანსა, მოვახერხე აკაციის ბოძებით შემოღობვა და ახლა ამ ნაკვეთს თვალისჩინივით ვუვლი.

_ ორგანიკაზე რას გვეტყოდით?

_ ყველას სიახლეს ხომ, გინდ ქალაქი იყოს თუ გინდ სოფელი, ეჭვის თვალით უყურებენ. ასე იყო მაშინ, როდესაც აზოტი შემოვიდა. მახსოვს, ბებიაჩემისგან გადმოცემული ისტორია, რომ ბაბუაჩემი მოდიოდა ქალაქიდან, ეს იმ დროს, როდესაც რეპრესიები გამეფებული იყო საქართველოში. მას დაუნახავს, თუ როგორ აყრიდა ყანას “მარილს”… მოვიდა და თქვა, რომ ეს რა ვნახე, ვიცნობ მაგ კაცს და უეჭველი დაიჭერდენ _ შუადღეზე მარილს აყრიდა სიმინდსო… თურმე, აზოტს აყრიდნენ ყანას. ასეთია ორგანიკაც. შარშან გამოვცადე ყველაფერზე, მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია აქვთ შექმნილი, მაგრამ ჩემი თვალით რომ დავინახე თუ რა შედეგი მოჰყვა, მას შემდეგ უფრო ვირწმუნე.

_ სექტემბერში, რაც უნდა გააკეთოთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სოფლის მეურნეობასთან, მსოფლიოს რეკორდი გინდათ დაამყაროთ…

_ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, რიცხვი დათქმული იყო და უნდა დამემყარებინა რეკორდი, მაგრამ არ შედგა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. უნდა ჩამოსულიყვნენ, ერთ წლის შემდეგ თვითონ დამირეკეს და სექტემბერში ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. ყურებით 50 კგ ტვირთის აწევას ვაპირებ. ასევე, ჩემს მანქანას გავათრევ ყურებით გარკვეულ მანძილზე.

_ და ბოლოს, ბატონო ბესო, როგორც გვითხრეს, თქვენ ბზის ჩუქურთმის თვითნასწავლი ოსტატი ბრძანდებით.

_ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ბზით დაინტერესებაში ღვთის ძალა ურევია; სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია. 1989 წლის გვიან გაზაფხულზე, რამდენიმე მეგობარი ავტომანქანით ხინოს მონასტრის ნაგრევებისა და წმინდა ადგილების მოსანახულებლად და მოსალოცად წავედით. საშინელი გზა იყო და ერთ ადგილას მანქანა ჯირკს წამოედო. როცა ვნახეთ, ბზის ასწლოვანი, პატარა მორი აღმოჩნდა. იმ მომენტში ჩემში უცნაური რამ მოხდა. საბარგულში ჩავდეთ და თან წამოვიღეთ. გზაში სულ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა მისგან. როცა იგი დავამუშავე, პირველად ჩემს მეგობარ მერაბ ნემსაძეს გავენდე, მანაც მხარი დამიჭირა და ერთად დავიწყეთ ბზისგან წმინდა ნინოს ჯვრების კეთება. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გამოგვივიდა. დღემდე 200-ზე მეტი ჯვარი მაქვს გაკეთებული და გაჩუქებული. ჩემს ნახელავ და ნაჩუქარ ჯვარს ატარებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ჯვარი ასევე ვაჩუქე მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ბათიაშვილს, ვანო მერაბიშვილს, კობა ხაბაზს და სხვა პირებს.

პირველი ხატი ბზისგან 1996 წელს გავაკეთე. როცა მასზე მუშაობა დავამთავრე, ყაზბეგში, მარიამობაზე გახლდით. ჩემი ნახელავი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ძალიან მოეწონა და აკურთხა კიდეც. ახლა ღმრთისმშობლის ხატი დავასრულე, რომელსაც კარგა ხანი ვქმნიდი.

“კარმიდამო ჩემი” წარმატებას უსურვებს ბატონ ბესოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ის არაერთხელ იქნება ჩვენი გაზეთის სტუმარი, ავტორი და დაგროვილ გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

სახელისუფლებო დაპირისპირების ახალი დეტალები

"გურიამ" ქულით დაიწყო

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო