ოზურგეთის ყოფილი გამგებლის, ამჟამად ბრალდებული გიორგი ტაკიძის საქმის განიხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 30 აგვისტოს, 12 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო და სავარაუდოდ, 20 სექტემბრამდე ჩატარდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტაკიძე გლდანის ციხეში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არადამაკმაყოფილებელია. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა სასამართლო პროცესის გადადების ერთ-ერთი მოტივიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 აგვისტოს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ტაკიძეს ბრალად ედება 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსისგან მერაბ, კურდღელაშვილისგან, დამატებით, დიდი ოდენობით ქრთამის _ 20 000 ლარის აღება. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ტაკიძეს წლამდე პატიმრობა ემუქრება.