(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ლიტვის ელჩისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ოზურგეთში სტუმრობის შემდეგ, ბალტიისპირეთში ამჯერად ქართული დელეგაცია მიემგზავრება. საპასუხო ვიზიტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის _ “რეგიონული განვითარებისთვის ხელშეწყობა” _ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ამბობენ, პროექტი მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილების გაზიარებით მართვის თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მეთოდოლოგიის გაცნობას, პრაქტიკაში დანერგვას და შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.