(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, ლანჩხუთის “გურიამ” ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურებმა საკუთარ მოედანზე თბილისის “ნორჩი დინამოელი” 2:1 დაამარცხეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როცა გურულმა ზურაბ რაზმაძემ კარისკენ მიმავალ ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ვითარების გამოსწორება ლანჩხუთელებმა მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხეს, ხოლო მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ შეძლეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა. “გურიამ” პირველი 3 ქულით სამი ტურის შემდეგ 5 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას კლუბი 9 სექტემბერს, ვანში “სულორთან” გამართავს.
ასევე წაუგებლად ასპარეზობს და 5 ქულა აქვს ოზურგეთის “მერცხალს” _ ჩვენებურებმა გასულ ტურში თბილისის “ლოკომოტივს” ფრედ გასვლაზე ეთამაშნენ. თანაკუთელების მსგავსად, ოზურგეთელებიც ლიგაში მესამე ადგილზე არიან. მორიგ ტურში, ასევე პარასკევს “მერცხალი” საკუთარ მოედანზე ხობის “კოლხეთს” მიიღებს.