(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რამდენიმე დღის წინ ჩვენს გაზეთში გასულ ინფორმაციას, ლეიკემიით დაავადებული 8 წლის ბარბარე შოთას ასული ყაჭეიშვილის შესახებ, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი გამოეხმაურა და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად 3000 ლარის გადარიცხვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ბარბარეს ოჯახის წევრებმა გვითხრეს, ეს თანხა ქიმიოთერაპიისთვის გამოადგებათ და დახმარებისთვის ჩიტაიშვილის მადლობლები არიან.
აღსანიშნავია, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვის განკურნებისთვის 150 000 ევროა საჭირო. გახსნილია სპეციალური ანგარიში, თუმცა, ამ დრომდე ანგარიშზე მხოლოდ 60 ლარია ჩარიცხული.
პატარას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ კიდევ გამოჩნდებიან გულისხმიერი ადამიანები და ბარბარეს სიცოცხლის გადასარჩენად თავიანთ წვლილს გაიღებენ.
შეგახსენებთ ანგარიშის ნომერს. ლიბერთი ბანკის ჩოხატაურის ფილიალი, 441 LBRTGE22, ანგარიშის ნომერი GE74LB0211159056060000.