(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 15 სექტემბერს, სკოლამდელ სააღმზრდელო ჯგუფებში მეცადინეობა განახლდება. ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩიბათის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალური შეკეთება სრულდება. სამუშაოებს (ამისთვის გამოყოფილია 43332 ლარი) ახორციელებს ინდმეწარმე ელგუჯა ზენაიშვილი. მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ მოინახულა. გამგებელმა სააღმზრდელო ჯგუფის მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერა შენობა, მოუსმინა აღმზრდელებს და გარკვეული სახის შენიშვნები გამოთქვა, რომლებიც მშენებელმა გაიზიარა.
გიორგი გოგუაძის თქმით, მოხარულია, რომ სოფელმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ თაობას კეთილმოწყობილ გარემოს უქმნის და ჩიბათელი პატარები ლამაზ გარემოში დაბრუნდებიან.