(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ მას შემდეგ, რაც “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა წერილი _ “როგორ ხარჯავს ჩოხატაურის ხელისუფლება ხალხის ფულს”, რომელიც ჩოხატაურში, ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გამგეობაში ახალი წესები შემოიღეს: _ ჩვენ ვესაუბრეთ კონტროლის პალატას, ფინანსთა სამინისტროს და გვითხრეს, რომ არ არსებობს რაიმე სახის ფორმა, რომლის შევსება აუცილებლობას წარმოადგენს. საწვავი ლიმიტით გაიცემა ყველგან. გეთანხმებით, რომ ეს საკანომდებლო ვაკუუმია და უნდა გამოსწორდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე სამინიტროც მუშობს და ალბათ, მალე შემოიღებენ სპეციალურ ფურცელს _ საგზურის მსგავსს. მანამდე კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკეთესი გამჭვირვალობისთვის, ყველა სამსახური წარმოადგენს მოხსენებით ბარათს, სადაც დასაბუთებული იქნება საწვავის საჭიროება და მიზნობრიობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გიორგაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved