ჩოხატაურში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალ სასწავლო წელს, ჩოხატაური ორი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა _ სოფელ ჩაისუბანსა და კოხნარში, გარემონტებული და სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ორივე ბაღში კონტიგენტი დიდია. როგორც გვითხრეს, მოთხოვნის შესაბამისად, ჩაისუბნის საბავშვო ბაღს კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატება.
ჩაისუბანში ბაღის გახსნა პედაგოგებს და აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გიორგაძემ, სსს დაწესებულება “მომავლის” ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა წილოსანმა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ჩანტლაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ უნგიაძემ მიულოცეს. როგორც ითქვა, სოფელში, ბაღის გახსნაში დიდი წვლილი შალვა ჩანტლაძემ შეიტანა და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადეს.