(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ტაო-პრივატ ბანკის” ოზურგეთის ფილიალის გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი მომხმარებლები “გურია ნიუსთან” საუბარში უკმაყოფილებასა და გულისწყრომას გამოთქვამენ.
ბანკში მისულებს სალარო დახურული დაგვხვდა. მიზეზად იქ მომუშავეებმა უშუქობა დაასახელეს, შუქის მოსვლის შემდეგ კი _ ქსელების გაუმართაობა. მომდევნო დღეს “ტაო-პრივატ ბანკის” აღნიშნული ფილიალი დახურული იყო _ თვალსაჩინო ადგილას გამოკრული განცხადების თანახმად, ფილიალის დახურვის მიზეზად ტექნიკური ხარვეზები სახელდებოდა.
აღნიშნულ ბანკში ვერც კომპეტენტური პირი ვნახეთ. მისი მმართველი, ილია ვაშაყმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და აღნიშნული თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია.
ასე რომ, ბანკი “უთავოდ” მუშაობს და მომხმარებელიც გაურკვეველ მდგომარეობაშია. ბანკის ცენტრალურ ოფისს ტელეფონის ნომერზე _ 8322555555 დავუკავშირდით, მოლარე ოპერატორმა კი “გურია ნიუსის” კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გათიშა.