(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიას” წალენჯიხაში ადგილობრივ “სქურთან” გასამართი შეხვედრისთვის ფან-კლუბი მიჰყვება. ამის შესახებ ინფორმაცია გამგეობასა და კლუბის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს. ლანჩხუთელი ფანები სამეგრელოში კლუბის დროშებითა და სხვა ატრიბუტებით გაემგზავრებიან, ექნებათ დოლები და საყვირები. ამ თამაშისთვის ვერ მოესწრო მაისურების დამზადება. წალენჯიხაში 50-ზე მეტი ქომაგი მიემგზავრება. გაზეთის გამოსვლის დროისთვის უკვე ცნობილი იქნება შედეგი _ “სქურთან” წარმატების შემთხვევაში “გურია” წაუგებელ სერიას გააგრძელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved