(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გაზის მაგისტრალის მშენებლობა შუა სოფელშია შეჩერებული. დაპირება, რომ სექტემბრის თვეში განახლდებოდა სამშენებლო სამუშაოები, ჯერჯერობით, დაპირებად რჩება.
როგორც “ლიხაურ-გაზის” წარმომადგენელმა “გურია ნიუსს” უთხრა, ეს არ იქნება მხოლოდ დაპირება: _ უბრალოდ, ჭანიეთის მოსაზღვრე სოფელ ლიხაურში აშენდა ასფალტის ქარხანა და ამან ცოტა ხნით შეაფერხა მაგისტრალის მშენებლობა, ჭანიეთში აუცილებლად განახლდება მუშაობა ამ შემოდგომაზე.
“გურია ნიუსი” უახლოეს მომავალში ამ დაპირების შესრულებითაც დაინტერესდება.