ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე კადიდატურას განიხილავენ, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის დირექტორს მაია თავართილაძეს, თუმცა თავად მაია თავართქილაძე ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს: _ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. მე ვარ ერთი ძალიან კარგი სკოლის ხელმძღვანელი, სადაც ამჟამად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მყავს კარგი კოლექტივი. რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ჩემთვის არ არის მიმზიდველი, არც შემოთავაზებები მქონია და არც სურვილი მაქვს რესურსცენტრის ხელმძღვანელად დავინიშნო, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში მაია თავართქილაძემ.
რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე მის მოვალეობას ნანიკო ნაცვალაძე შეასრულებს.