(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვწერდით, რომ პოლიციის ახალი ოფისის აგების შემდეგ, დღის წესრიგში დადგებოდა ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული “აჯანყებული გურულის ძეგლის” გადატანის საკითხი. ასეც ხდება!
ამის შესახებ ინტერნეტფორუმებზე კარგა ხანია “მსჯელობენ”:
_ მართლა იღებენ???
_ კი, გადააქვთო.
_ და რას დგამენ თუ იცი, აჯანყებული გურულის მაგივრად? დაჩმორებული გურულის ძეგლს? ხედს აფუჭებსო, ვერ იტყვიან, უკან რომ კორპუსი დგას, ის ხო ხატავს ქალაქს!
_ წინ პოლიციის გამჭვირვალე შენობას აშენებენ და ფონად აჯანყებული არ უხდებაო!
_ პოლიციელის ფორმა რომ ჩააცვან აჯანყებულ გურულს, არა?? დახატავს!!!!
_ ვარდის სურნელმა რა გვიან ჩამოაღწია გურიაში!
მართალია, ოფიციალურად ჯერ ინფორმაცია არ დადასტურებულა, მაგრამ კულუარებში გვიდასტურებენ, რომ უახლოეს ერთ თვეში ძეგლს გადაიტანენ! ანუ შსს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს გახსნის დროს, რაც დეკემბერში იგეგმება, ტერიტორია “თავისუფალი იქნება”. თავიდან ითქვა, რომ საამისოდ შერჩეული იყო ქალაქის სკვერის მიმდებარე ადგილი, სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა. თუმცა შევიტყვეთ, რომ ძეგლს ქალაქიდან ნინოშვილში გადაიტანენ _ საუბარია მისი ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის ეზოში (!!!) დადგმაზე.