(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ააიპ “დასუფთავების სამსახურში” უკვე დასრულდა ახალი და ძველი კადრების მიღება-გათავისუფლება. როგორც ცნობილი იყო, ამავე სამსახურში ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ, თანამდებობები თითქმის ყველა თანამშრომელმა დატოვა. უკან დაბრუნებული ძველი კადრების სიაში ვერ მოხვდა მერაბ კურდღელაშვილის შვილი, სალომე კურდღელაშვილი. დასუფთავების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლენა ქადეიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ადასტურებს, რომ სალომე მათთან აღარ მუშაობს. თუმცა, რა მიზეზით, ეს არ იცის.
ჩვენი წყაროს თქმით, სალომე მამის, მერაბ კურდღელაშვილის გამო გაათავისუფლეს.