(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით საუბრობდნენ ოთხგამოცდაჩაბარებული მასწავლებლებისთვის 1000-ლარიანი ხელფასის დანიშვნის თაობაზე, ჯერ ეს მომატებული ხელფასი არავის მიუღია.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს, მინისტრის ბრძანება ხელფასის მომატების შესახებ ჯერ არ მიუღიათ: _ ეს, ალბათ, ბაზების დარეგისტრირების შემდეგ მოხდება და წარმატებული პედაგოგები მოგვიანებით აუცილებლად მიიღებენ კუთვნილ ხელფასს, _ გვითხრეს რესურსცენტრში და აღნიშნეს, რომ გასულ სასწავლო წელს სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის 75-ლარიანი დანამატის გაცემაც მოგვიანებით მოხდა, ამიტომ, “საშიში არაფერია”.