(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ ხუთშაბათს, ოზურგეთში, შეკვეთილის ტერიტორიაზე, 33 წლის გოგიტა გორგილაძე დაიღუპა. იგი ცენტრალური გზის მშენებლობაზე მუშაობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, მეგობრები ერთად ჩამოსხდნენ. გორგილაძე მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს მიკროავტობუსის უკან იმყოფებოდა. მძღოლმა იგი ვერ შენიშნა და მიკროავტობუსით დაეჯახა. მიყენებული ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა _ დაჯახების შედეგად გორგილაძე ადგილზევე დაიღუპა.
გოგიტა გორგილაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მკვიდრია და ოჯახში მხოლოდ დედა ჰყავს.
“გურია ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.